შოვში მომხდარი ტრაგედიიდან 26-ე დღეს სტიქიური უბედურების ზონაში ვითარება უცვლელია. ამ დროის მონაცემებით, მაშველები 2 ადამიანს ეძებენ, ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თქმით, ნაპოვნი 31 ცხედრიდან 29 იდენტიფიცირებულია, 2-ის ამოცნობა კი, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. გიორგი ნოდარიშვილი ამბობს, რომ სამძებრო სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრის გარდა, მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მიმდინარეობს და არ შეწყდება სანამ დაკარგულთა პოვნის მცირედი შანსი მაინც იარსებებს.