შიომღვიმეში, სადაც გუშინ კლდე ჩამოიშალა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა დაკვირვება დაასრულეს. მათი თქმით, მონასტერი ღია იქნება მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, ასევე, არ მოხდება ბერებისა და მონაზვნების ევაკუაცია. სპეციალისტების რეკომენდაციით, მონასტრის მარჯვენა მხარეს, იმ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნაშალი მასალა გროვდება, სასულიერო პირებისა და ვიზიტორების გადაადგილება შეიზღუდება. სპეციალისტების დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
შემთხვევა შიომღვიმის მონასტერში გუშინ დღის საათბში მოხდა, კლდის ჩამოშლის ამსახველი ვიდეო მასალა მომლოცვეკლებმა სოციალურ ქსელში გააავრცელეს.