შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან 23-ე დღეს მაშველები სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. ამ დროის მონაცემებით, ნაპოვნია 31 დაღუპულის ცხედარი, მათგან იდენტიფიცირებულია 28, 2 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრის გარდა, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, ასევე, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენაც. პრევენციის მიზნით კი გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადებში მდინარეების კალაპოტებს წმენდენ.