19 დღე შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან. ამ დროის მონაცემებით, ნაპოვნია 28 ადამიანის ცხედარი, 5 მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება. 28-ე ადამიანის ცხედარი მაშველებმა გუშინ სტიქიის ზონიდან 55 კილომეტრის მოშორებით იპოვეს, დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აცხადებს, რომ სამძებრო სამუშაოების პერიმეტრი გაიზარდა და ახლა მაშველები, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, 36 ლოკაციაზე მუშაობენ. ლევან შერაზადაშვილის თქმით, დღეს ქუთაისის პროზექტურიდან სოფელ ლაგვანთაში 3 გარდაცვლილს: დიმიტრი ფირცხალავას, თემურ ჩარკვიანს და ნიკოლოზ ჩალაძეს გადაასვენებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულ თანასოფლელებს 28 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.