ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სადაც გუშინ საღამოს ქვათაცვენა მოხდა კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება. პირველ ეტაპზე, აღნიშნული სამუშაოები ფერდის პრობლემურ ადგილებში განხორციელდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები საავტომობილო გზის მხოლოდ ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება.
გუშინ საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გზის ამ მონაკვეთზე მოძრავი მსუბუქი მანქანა ქვების მასას შემთხვევით გადაურჩა.