რაჭაში მომხდარი ტრაგედიიდან მე-16 დღეს ისევ დაკარგულებს ეძებენ | 18.08.2023

რაჭაში მომხდარი ტრაგედიიდან მე-16 დღეს ისევ დაკარგულებს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასა სრულად არის გადამოწმებული. სამძებრო ოპერაცია მდინარე ჭანჭახის და რიონის კალაპოტში გრძელდება. ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკით მუშაობენ. ოფიციალური მონაცემებით სტიქიას 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 25 იდენტიფიცირებულია, ხოლო დაკარგულ 6 ადამიანს კიდევ ძებენ.

სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან ჩართული, გასცდა იმ ტერიტორიას, სადაც ღვარცოფი ჩამოწვა. ცხედრებს უკვე სტიკიის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ეძებენ.