სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მამაკაცი, რომელიც მაგობარი ქალის შიშველი ფოტოები მის ახლობლებს გაუგზავნა. მამაკაცი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში გაიცნო გოგო, რომელთანაც კონტაქტი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების საშუალებით ჰქონდა. ბრალდებულმა შიშველ მდგომარეობაში მყოფ ქალს სურათები ფარულად გადაუღო და ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ უკანონოდ მოპოვებული სურათებით გაკეთებული ვიდეოკოლაჟი დაზარალებული ქალის ახლობლებს დაუგზავნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.