მეორე დღეა სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება, მინისტრი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუშინ ვერტმფრენებთან დაკავშირებით მისივე გაკეთებული განცხადება განმარტა და თქვა, რომ შოვში ტერიტორია ვერტმფრენით მანამდე დათვალიერდა, სანამ დაღამდებოდა.
გომელაურმა უპასუხა მედიის კითხვას, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც თავად სტიქიის ადგილზე არ იმყოფებოდა. მინისტრის განმარტებით, პროცესში ყველა ჩართული იყო, სტიქიის ზონასთან მისი მოადგილეები იმყოფებოდნენ, გადაწყვეტილებებს კი თავად იღებდა.
ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გადაყენებაზე კომუნიკაცია გუნდის შიგნით არ ყოფილა. მისი თქმით, პოზიციის მხრიდან, არაერთხელ ყოფილა მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე საუბარი, მაგრამ ის უკვე 9 წელია თანამდებობას ინარჩუნებს.
შოვის ტრაგედიიდან მეთერთმეტე სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი პირველად გამოჩნდა. მინისტრის განმარტებით მას მამა ჰყავს მძიმედ ავად და ორი კვირის განმავლობაში თურქეთში კლინიკაში იმყოფებოდა.