შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ერთი ცხედარი მდინარე რიონის კალაპოტში სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშრებით აღმოჩენილია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 11 პირი. ინფორმაცია მედიას დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა.
შოვის ტრაგედიიდან მეცხრე დღეს მაშველებთან ერთად ძებნის ოპერაციაში ნავებიც ჩართეს, დაკარგულებს მდინარე რიონშიც ეძებენ.
დღეს, ონში, სტიქიის დროს დაღუპულთა პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი ქალაქის კულტურის სახლში და ადგილობრივ ტაძარში ჩატარდება.