შოვში სამაშველო ღონისძიებები მერვე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, შოვში დაღუპული 21 პირიდან 19 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს. ონის მერის თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
სერგო ხიდეშელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის სტიქიას არავინ ელოდებოდა და გარკვეულმა პირებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ.