საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდნეტის ადმინისტრაციის ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს. ერთ მსჯავრდებულს დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.