საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. პრემეირ-მინისტმა თქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცლეებს.
როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდრმა განაცხადა, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითიც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის, სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.