საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩთან სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზაგრებში გამართა. მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. მედიისთვის გამართულ ერთრობივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ელის, რადგან, მისი თქმით, ქვეყანამ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას სრულყოს საკუთარი ამბიცია, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.