დავით ქართველიშვილი, რომელიც 3 წელია ამერიკაში ცხოვრობს, ტელეკომპანია „კავკასიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკიდან საქართველოში Western Union-ის გავლით, თანხების გადმორიცხვა ნაწილობრივ შეიზღუდა. მისი თქმით, Western Union-ის ცხელ ხაზზე დარეკვისას მას, ვერ განხორციელებული ტრანზაქციის მიზეზად განუცხადეს, რომ საქართველო 20 ივლისიდან სანქციების სიაშია.
დავით ქართველიშვილის თქმით, ის ინფორმაციის დაზუსტების მიზნით Western Union-ს მალევე, ხელმეორედ დაუკავშირდა და იკითხა იყო თუ არა ტრანზაქციის შეფერხების მიზეზი საქართველოს დასანქცირება, რაზეც კომპანიის ოპერატორის პასუხი უკვე ორაზროვანი იყო. ეროვნულ ბანკში გავრცელებულ ცნობებს, ამერიკის მიერ საქართველოს სავარაუდო სანქცირების შესახებ, უარყოფენ. როგორც ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა „რადიო თბილისს“ განუცხადა, ქართული კომერციული ბანკების მეშვეობით Western Union – ის სისტემით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ – დან საქართველოში, ასევე პირიქით – საქართველოდან აშშ – ში.