პირველი პოლიტიკური გაერთიანება წინასაარჩევნოდ – წლების წინ ნაციონალური მოძრაობიდან დემარშით წასული გიორგი ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობასთან ბრუნდება. გაერთიანება დღეს საღამოს ხაბეიშვილმა და ვაშაძემ ერთობლივ ბრიფინგზე გამოაცხადეს. ლევან ხაბეიშილის განცხადებით გიორგი ვაშაძის პარტიასთან ერთად ექნება რუსული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების საერთო სტრატეგია. ხაბეიშვილი ამბობს რომ პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდება გამარჯვების პლატფორმა. პოლიტიკურ გაერთიანებას წინ რამდენიმე კვირიანი კონსულტაციები უძღოდა.