“ნაციონალურ მოძრაობასა” და „სტრატეგია აღმაშენებელს შორის“ წინასაარჩევნო გაერთიანებაზე კონსულტაციები ოფიციალურად დასტურდება. “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე “გამარჯვების პლატფორმაზე” საუბრობს, რომელიც კვირის ბოლომდე ოფიციალურად ჩამოყალიბდება. პარტიების თქმით ერთიანობის მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაა და საუბარი არ არის რაიმე პარტიულ-ინსტიტუციურ ერთიანობაზე.
ოპოზიციის გეგმებსა და პერსპექტივებს მმართველი გუნდი სკეპტიკურად და ირონიულად უყურებს და ოპონენტებს საკუთარ კონკურენტად არ მიიჩნევს. “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ალიანსს კი 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შიშით ხსნის მმართველი გუნდი.