იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონელი ექიმის მიერ სამედიცინო ნიმუშის აღებას ხედავდა, მაგრამ მინისტრი არ აკონკრეტებს იცოდა თუ არა მესამე პრეზიდენტმა, რომ მისი ნიმუში უცხოელ მედიკოსს მალულად უნდა გაეტანა. ბრეგაძის შეფასებით, პოლონელი ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო-სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო და გაუგებარი.