ბრიტანული გამოცემა The Times საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილს აქვეყნებს – მიხეილ სააკაშვილი წერს,რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო. სააკაშვილი წერილში წერს, რომ პუტინი არ მალავდა ტერიტორიის მიტაცების გეგმებს, როდესაც ისინი 2004 წელს კრემლში შეხვდნენ ერთმანეთს. გამოცემის ცნობით, წერილი საავადმყოფოდან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მალულად გამოიტანეს.
“პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ კრემლში 2004 წელს. “ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე“, – აღნიშნავს სააკაშვილი. კრემლში შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი გულცივი იყო. გასაკვირი არ იყო, რომ მან მაშინვე განმკიცხა პუტინთან” – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი. “როცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური გამწარებული გიჟი,” – მიხეილ სააკაშვილის წერილი.