TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დაკავებული არასრულწლოვანია. TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი დიღმის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ნოდარ მელაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ინციდენტი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
ტელეწამყვანმა გუშინ, 13 ივლისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით მანქანა გაუძარცვეს – წაიღეს გარე მეხსიერების დისკი, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იყენებდა.