ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, “თავდაცვის კოდექსი” მეორე მოსმენით დამტკიცებულია. რამდენიმე დღიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, გუშინ “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება. ოპოზიციისთვის კოდექსი დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია.
განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი. მათი შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს. “თავდაცვის კოდექსს” დეპუტატები საბოლოოდ, მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ.