პარლამენტი დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს. ამის საფუძვლად დავით სერგეენკოს მიერ არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენა სახელდება. საკითხზე ჯერ 14 ივლისს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, შემდეგ კი პლენარული სხდომა.
სერგეენკო მმართველი პარტიის იმ მცირერიცხოვან დეპუტატებს შორის არის, ვინც რუსულ კანონს მხარი არდაუჭირა. და საკუთარი განსხვავებული პოზიცია მედიასთანაც გამოხატა. სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.