8 ივლისს ძალადობრივის ჯგუფების მიერ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალის” ჩაშლა და ტერიტორიის დარბევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. BBC, CNN, Deutsche Welle Guradian და კიდევ რამდენიმე გავლენიანი მედია გამოცემა იმ კადრებზე დაყრდნობით წერს, სადაც ჩანს, როგორ არღვევენ პოლიციის კორდონს ძალადობრივი ჯგუფები და როგორ იკავენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიას, რის გამოც წელს თბილისში პრაიდ ფესტივალი ვერ ჩატარდა.
“საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ღონისძიება მას შემდეგ შეწყდა, რაც ულტრამემარჯვენეთა ათასობით მხარდამჭერი ტერიტორიაზე შეიჭრა. დემონსტრანტებმა დაანგრიეს სცენა, დაწვეს ცისარტყელას დროშები და გაძარცვეს ღონისძიების ადგილი,” – Deutsche Welle.
“2000-მდე ანტი ლგბტქ+ მომიტინგემ საქართველოს დედაქალაქ თბილისში პრაიდის ფესტივალი დაარბია, პოლიციას დაუპირისპირდა და ფესტივალის რეკვიზიტები გაანადგურა, მათ შორის ცისარტყელას დროშები და პლაკატები. ორგანიზატორები ხელისუფლებას დემონსტრანტებთან აქტიურ შეთანხმებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი,” – The Guradian.
Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. ამის მიზეზი პრაიდის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე მსვლელობით მივიდნენ, დაარბიეს“პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები, ინვენტარის ნაწილი დაწვეს, ნაწილი კი დაიტაცეს. „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. “თბილისი პრაიდის” განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს” შორის”.