უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოთხოვნას, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს უკრაინა და კონსულტაციები გამართოს საქართვლოს დედაქალაქში, პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა თბილისში. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია შეურაცხმყოფელია.
ზელენკის განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდოამრე ლევან ხაბეიშივლი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი, მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და მესამე პრეზიდენტი გაათავისუფლოს. “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი კიევიდან იყოს გამოძევებული.
ხელისუფლების ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები არ უნდა დაზიანდეს და საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის ნორმალიზებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.
უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს. ზელენსკიმ გუშინ საღამოს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის უკრაინას გადასცეს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ კრემლი სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს.