სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა მი 8 ტიპის ვერტმფრენის ინციდენტი, რომელიც მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე 2 დღის წინ მოხდა, როცა ქართველი მაშველები პოლონელ მესაზღვრეებს ეხმარებოდნენ. უწყებამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მისი ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში ავარიული ინციდენტის მიზეზად ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარი გადაადგილებაა დასახელებული, რამაც ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება და საფრენი აპარატის ამორტიზება გამოიწვია.
თუმცა, განცხადების თანახმად გამოცდილმა და პროფესიონალმა მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება და სასაზღვრო პოლიციის ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება. განცხადებაში არ კონკრეტდება, როდის მოხდა შემთხვევა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.