“გირჩი- მეტი თავისუფლების” ლიდერებს, ზურაბ ჯაფარაძეს და ნიკა მოსიაშვილს 7-8 მარტის აქციების საქმეზე სასამართლომ 2 500 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა. ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა – მას დაკავების შემდეგაც სცემეს. 9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ტექნიკურად იყო დაზიანებული საჯარო დაწესებულებებზე განთავსებული კამერები, რომელთაც 8 მარტის აქციაზე პოლიციელების მხრიდან ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ძალადობა უნდა დაეფიქსირებინათ.