“დაასანქცირეთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი” – მოქალაქეები ამ შინაარსის პეტიციით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. ამბობენ, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა საქართველოს ხელისუფლება და არაფორმალურად მართავს ქვეყანა.პეტიციაში ასევე საუბარია მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისზე, რომელიც ავტორების განცხადებით, უსამართლო პოლიტიკური პატიმრობის მაგალითია. ხელმომწერები ამბობენ, რომ ივანიშვილის დასანქცირებით შესაძლებელი იქნება დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები და მისწრაფებები.
“საქართველო გახდა რუსეთისთვის განკუთვნილი სანქცირებული საქონლის გამტარი, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის რუსეთის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. სანქციების ეს აშკარა უგულებელყოფა ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას მსოფლიო საზოგადოებისგან.უფრო მეტიც, ივანიშვილმა მოახდინა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კომპრომეტირება, ფაქტობრივად მიითვისა სასამართლო სისტემა საკუთარი მიზნებისთვის.მისი მმართველობის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებაა მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლების ჩახშობა. დემონსტრანტებს ძალადობრივად აპატიმრებენ და მშვიდობიანი შეკრებები ძალით იშლება, რის გამოც აქტივისტები შიშით ტოვებენ ქვეყანას.გარდა ამისა, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მზარდი სიახლოვით რუსეთთან, სახელმწიფოსთან, რომელიც ცნობილია ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერით,” – მოქალაქეების პეტიცია.