რიკოთის უღელტეხილხე მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზის გახსნამდე აქ ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა, გზებზე ჩამოწოლილი მიწის გასაწმენდად.
“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ძლიერი წვიმის შდეგად გზაზე მიწის ჩამოწოლის გამო დღეს დილით შეწყდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიზეზად ძლიერი წვიმა დაასახელა და სტიქიის კავშირი მაგისტრალის მშენებლობასთან უარყო. უღელტეხილზე, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი გაზაფხულზეც გააქტიურდა.
2023 წლის აპრილიდან, რიკოთზე საავტომობილო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი 06:00 საათიდან 21:00 საათამდე მოძრაობს.მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, 23:00 საათიდან 05:00 საათამდეა დაშვებული.