საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქმედო ნაბიჯების შესახებ მისეული ხედვის საზოგადოებისთვის გაცნობას აანონსებს – ამის შესახებ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს. მისი თქმით, მიუხედავად პატიმრობისა, დღეიდან ის მხარდამჭერებთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის რეჟიმს იწყებს.
“ოცნება” არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა.
მე აღმოვჩნდი იქ სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული.
გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია “ოცნების პროტესტი”.
გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.
მე მინდა პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას.
ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.