მარინა კალიურანდი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება ზედაპირულია.კალიურანდი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, გადადონ განსხვავებები და იმუშავონ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის.
“მე და ჩემმა ევროპარლამენტარმა კოლეგებმა ხაზი გავუსვით რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობას როგორც პრაქტიკაში, ასევე მისი სულისკვეთების დაცვას. ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობად, ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში.შესაძლებლობის ამ ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად.” – აცხადებს ევროპარლამენტი.
კალიურანდივრცელ წერილში ასევე საუბრობს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც. მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს და საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ უნდა იქნას გადაყვანილი. ხოლო გვარამია საპყრობილედან უნდა გათავისუფლდეს.