საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის თანახმადაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. ქართველი სუროგატი დედები უცხოელებს ვეღარ მოემსახურებიან. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება რადგან საქართველოში დაბადებული ბავშვები შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავედეთ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. როგორც პრემიერმა განმარტა, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ღარიბაშვილის თქმით მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი.
მთავრობა ასევე გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანამხადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.