უკრაინის ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, კომპანია “აირზენა” და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა. პარტია “დროაში” აცხადებენ, რომ გაიაშვილებისა და მათი კომპანიის, ასევე ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება იწყებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ ადამიანებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად: როგორც “დროას” ერთ-ერთმა ლიდერმა, გეგა ლემონჯავამ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა ამ ადამიანებს ბრალი ედებათ რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებაში ომის დროს და რუსეთის დახმარებაში გვერდი აუარონ საერთაშორისო სანქციებს. ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია, რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას უწევს. ხოლო თამაზ გაიაშივლის ავიკომპანია “ჯეორჯიან ეარვეისი” ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა. პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან “ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. გარდა ამისა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია რუსებისთვის ევროპის მიმართულებით ტრანზიტული რეისების შესრულებას იწყებს.