ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ დასავლეთში ღარიბაშვილის კომენტარს NATO-ს გაფართოებაზე არასწორი ან მიზანმიმართულად “დამახინჯებული” ინტერპრეტაციები მოჰყვა, ტვიტერზე ეხმაურება. ლექსმანის თქმით, ღარიბაშვილის კომენტარი დამახინჯებული არ ყოფილა, არამედ საქართველოს პრემიერის განცხადებები ცინიკური იყო და არა ქართველი ხალხის, არამედ 1 კაცის ინტერესს ემსახურებოდა.
“პრემიერი ღარიბაშვილის კომენტარები დამახინჯებული არ ყოფილა. ისინი გათვლილი, ცინიკური იყო და მხოლოდ ერთი კაცის ინტერესებს ემსახურებოდა, მაშინ. მაინც როგორ შეაქვს ამას წვლილი საქართველოს 12 რეკომენდაციის შესრულებასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ წინსვლაში?“ – წერს ლექსმანი.