ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ ერთხმად შეთანხმებული დემარში გადასცეს. როგორც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შეშფოთება გამოთქვეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ დათანხმდნენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. ელჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მცდელობას იზოლაციაში მოაქციონ რუსეთი და წნეხი გაზარდონ მათზე, რათა აგრესორმა ქვეყანამ შეწყვიტოს ბრუტალური ომი უკრაინაში.