პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საგანგებო წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისა და გამართული შეხვედრების შესახებ სოციალურ ქსელში wers.
„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროება რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა.