“სამაგალითო” და “არაჩვეულებრივი” – ასე აფასებენ “ქართულ ოცნებაში” პრემიერის გამოსვლას კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. მმართველი გუნდის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან, ყველა აქცენტი გაკეთდა იმაზე, რაც უკავშირდება საქართველოს პრიორიტეტებს და საქართველოს პოლიტიკას“. მმართველი გუნდი ისევ იმეორებს, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა. ირაკლი კობახიძემ თქვა ისიც, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმ ადამიანების ინტერესშია, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს.
პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გზავნილები მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი შეფასებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხელისუფლების მიზანია რუსეთთან პირისპირ დარჩენა.