“რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს” – ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ახლა, როცა დასავლურმა საზოგადოებამ პუტინის რეჟიმთან დისტანცირება არჩია, რუსეთთან ურთიერთობის ზრდის დრო არ არის.