“არც ერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს ოპოზიციური ერთობა დაარღვია, მორალური უფლება აღარ აქვს ოპოზიციონერი დეპუტატი ერქვას” – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად წარდგენილი სამი კანდიდატის მხარდაჭერას. როგორც მელია განმარტავს, 5 ოპოზიციონერის დღევანდელი ქმედება უპრინციპო და უპასუხისმგებლოა.
“დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ. როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცესპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა “ლაგდება” სადაც და როგორც უნდა. არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს,” – ნიკა მელიას განცხადება.