პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა მთავრობას ამ დრომდე არ გაუცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება „ყურადღების გადატანის მცდელობაა“. პრემიერის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება “ძალიან უხერხული, არასერიოზულია და არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას”.