უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ეს ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. უკრაინა კონტრშეტევის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუნაკთან შეხვედროს შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, უკრაინას საჰაერო კოალიციის შექმნა სურს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის მთავარი ნაწილი იყოს, თუმცა მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლებლობების გაძლიერება იოლი საკითხი არ არის.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზელენსკი ეწვია საფრანგეთს, გერმანიას, იტალიასა და ვატიკანს. მან მოუწოდა დასავლელ ლიდერებს გააძლიერონ მხარდაჭერა უკრაინისადმი მოსალოდნელი უკრაინის კონტრშეტევის წინა დღეს. კვირას, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი დაჰპირდა კიევს ახალი იარაღის მიწოდებას.
„მომავალ კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით,” – ნათქვამია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
კვირასვე, ზელენსკისა და გერმანიის კანცლერს შორის შეხვედრის შემდეგ ბერლინმა გამოაცხადა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალ ტრანშს, რომელიც მოიცავს ლეოპარდის ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ყველაზე დიდი უწოდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.