საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. დანიის პირველ დიპლომატს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა იმ ვალდებულებას ასრულებს, რომელიც პარტნიორებთან აიღო.
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. შეხვედრაზე ღარიბაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.