საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადახედოს, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს – ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ქართველ ხალხს სურს მომავალი დემოკრატიასა და ევროპას დაუკავშიროს.
“ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა საქართველოში და აკონტროლებს მათი ქვეყნის 20%-ს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს”, – წერს შაჰინი