კიდევ ერთი მკაცრი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ვედანტ პატელის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტებში არსებული ის კომპანიები, რომლებიც იმ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომლებისთვისაც იმპორტ/ექსპორტის შეზღუდვები მოქმედებს, “შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ”.
პატელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა მთელი დასავლეთი ემიჯნება რუსეთს, “ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან”.