პროკურატურამ ორი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილ 1 820 000 აშშ დოლარს უკანონოდ დაეუფლნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საფრანგეთის საწარმოების კუთვნილ 445 000 ევროს მოტყუებით დაეუფლა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 2 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.