„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. პარტიის ყოფილმა თავჯმდომარემ, ნიკა მელიამ, გუშინ, „ტვ პირველის” ეთერში პარტიის არაფორმალური მმართველები დაასახელა, მან, დავით კეზერაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად, არაფორმალურ მმართველად, ზურაბ ადეიშვილიც მოიხსენია.
“ნაციონალურ მოძრობაში”, ლევან ხაბეიშვილის ფლანგის წევრები ამბობენ, რომ ნიკა მელიას განცხადება, ტყუილი ბრალდებები და დროის კარგვაა, მაშინ, როდესაც ქვეყანაში,სხვა ბერვად მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
ნიკა მელიას გუნდში კი ამბობენ, რომ პარტიის ყველა გადაწყევტილება, სამ არაფორმალურ მმართველს, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უკავშირდება და მათ, მთელი პარტიის ხელში ჩაგდება უნდათ.