სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, საქართველოსთან დაკავსირებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და “ბუფერულ ზონაში” ჩადენილი დანაშაულების – მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გადაწვის, გაძარცვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობის გაწევის – მიმართ. სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამართლიანი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა განმცხადებელი მთავრობის პრეტენზიები სამართლიანი კომპენსაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოში წევრი აღარაა.