აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად აქციას პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, დედები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ. აქციის მოსაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მსვევლობაც გამართეს.