“ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ მასთან პარტიის ცენტრალური ოფისიდან მივიდნენ და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. “ნაციონალურ მოძრაობას” ორი პარტიული ოფისი აქვს. ნიკა მელიას თანამოაზრეები ლევან ხაბეიშვილის ფლანგს გამოეყვნენ და დამოუკიდებლად აგრძელებენ მუშაობს. დუმბაძისთვის ის არგუმენტები რის გამოც გადადგომას სთხოვენ – მიუღებელია. „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი მირდატ ქამანდაძე აცხადებს, რომ ნოდარ დუმბაძე გადადგომას არ აპირებს. მისივე თქმით, გადაყენებაზე მსჯელობის დაწყება არც ფრაქციის შემადგენლობისგან არის მოსალოდნელი.