აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგი აქცია გამართეს. ისინი უწყებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის დაფინანსებას სთხოვენ. აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ვითხოვთ ჩვენი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს!“, „ნუ წაართმევთ ჩვენს შვილებს ჯანმრთელობის უფლებას!“
აქციის მონაწილეების თქმით, თუ ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ წამალს არ დააფინანსებს, მაშინ შესაბამის სამართლებრივ გზას მიმართავენ.