ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში უკვე ჩართულია, განსაკუთრებით, 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ. ბეჟაშვილის თქმით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ეს იქნება ევროპული დღის წესრიგიდან გამომდინარე თუ 12 პუნქტის შესრულება, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული იქნება.