„ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს “- ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, საქართველოში ვიზიტამდე, რამდნეიმე საათით ადრე გაავრცელა, განცხადებაში ბერბოკი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია საქართველო გაძლიერდეს დემოკრატიის კუთხით,ამისთვის კი საჭიროა თავისუაფლი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სასამართლო.
“გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან. დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და თავაზიან საჯარო დებატებს – მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან,” – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანელინა ბერბოკი, საქართველოში დღის ბოლოს ჩამოვა. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი საქართველოს პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს – ილია დარჩიაშვილს შეხვდება. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.